1 .პროექტის სახელი:
„ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები“
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები შეაგროვებენ ცნობებს ლაზების შესახებ, დაამყარებენ ურთიერთობას ლაზ თანატოლებთან.
3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები დაისახავენ მიზანს, გამოკვეთავენ საკითხებს ლაზების -როგორც ეთნოგრაფიული ქართველების უკეთ გაცნობის საქმეში, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით განახორციელებენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამუშაოებს. ჯგუფები მოიძიებენ იმ ადამიანებს ვისი მონაწილეობაც პროექტში მნიშვნელოვანია, აიღებენ ინტერვიუებს. ეტაპობრივად მოახდენენ შეგროვილი მასალის შეჯერებას. დაამყარებენ კავშირს ლაზ თანატოლებთან ტელე-ხიდის საშუალებით.
პროექტის ბოლოს ჯგუფები მოამზადებენ პროექტის მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების ამსახველ პრეზენტაციას. პრეზენტაცია შეიძლება იყოს წარდგენილი ms powerpoint-ში ან სხვა ფორმატით. მასწავლებელი აფასებს პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს შეფასების რუბრიკის შესაბამისად.
4. მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი.
5. ვადები /ხანგრძლივობა:
1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
თემის შერჩევა, საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, ჯგუფებში პროექტის გეგმის შედგენა,სამუშაოს პრეზენტაცია powerpoint-ში
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები განივითარებენ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.
8. სასარგებლო სხვებისთვის:
დაინტერესებული ადამიანები უკეთ გაეცნობიან ლაზების ყოფა-ცხოვრებას, კულტურას, წეს-ჩვეულებებს, ისტორიას და ა.შ.
9. სამუშაო ენა:
ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
მონაწილეები სხვა სკოლებიდან არ გვყავს.
11. საგნებან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ესგ-სთან კავშირი, ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ლიტერატურასთან, კულტურასთან, მუსიკასთან.
12.პროექტის ფასილიტატორი:
მარინე ჯულაყიძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
marine.julayidze8@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:
marinejulayidze.blogspot.com
Wednesday, November 18, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment